პროექტი


1.პროექტის სახელწოდება: ანდაზების სამყაროში
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: პროექტის მთავარი იდეაა მოსწავლეებს სეუყვარდეთ ანდაზები და შეძლონ მათი ცხოვრებაში გამოყენება.
3.პროექტის აქტუალობა: ანდაზებში ჩანს ადამიანის სიბრძნე,ამიტომ მისი გამოყენება ყოველთვის საინტერესო და ხშირ შემთხვევაში აუცილებელია.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა.მოსწავლეებში მცირე ზომის ტექსტების შექმნისა და ტექსტის ვიზუალურად გარდაქმნის უნარების განვითარების ხელშეწყობა.
5.მონაწილეთა ასაკი: 7-8 წელი
6.ვადები ხანგრძლივობა: 2 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაიხსენებენ შესწავლილ ანდაზებს და შეისწავლიან ახალს.მოსწავლეები დაუკავშირებენ ანდაზებს პირად გამოცდილებას.მოსწავლეები შექმნიან მცირე ზომის ტექსტებს ანდაზების მიხედვით.მოსწავლეები მათ მიერ შექმნილ ტექსტებს წარმოადგენენ ვიზუალური საშუალებებით (დიორამა).
8.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: დიორამის შესაქმნელი მასალები: მუყაოს ყუთები,ფერადი ქაღალდები, პლასტილინი,მაკრატელი,წებო,ხის ტოტები,სხვადასხვა ქსოვილი.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ინფორმაციის გავრცელების მიზნით ბუკლეტის შექმნა,დაბეჭდვა და დარიგება მოსწავლეებისა და დაინტერესებული პირებისთვის. ინფორმაციის მიწოდება პროექტის შესახებ.
გონებრივი იერიშის მეთოდით,პროექტის დასაწყისში დავსვამ შეკითხვას - "თქვენი აზრით რას გვასწავლის ანდაზები?" მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ აზრს.
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მოსწავლეებს დავუსვამ კითხვებს:როგორ უკავშირდება ანდაზები რეალურ ცხოვრებას? გაიხსენე რომელ ანდაზებს იყენებ ხშირად მეტყველებაში? პროცესში გამოვიყენებ "დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარე" მეთოდს.
კლასის დაყოფა ჯგუფებად და განსახორციებელი აქტივობების გაცნობა. მოსწავლეებთან ერთად შეფასების კრიტერიუმების შემუშავება და დარიგება ჯგუფებისთვის.
მოსწავლეებს ვეკითხები რა იციან ანდაზების წარმოშობის შესახებ და ვაწვდი ინფორმაციას ანდაზების წარმოშობის შესახებ.ვიყენებ ვიცი,ვისწავლე,მინდა ვიცოდე სქემას,ვავსებთ პირველ და მეორე სვეტს.
ანდაზების გაცნობის მიზნით წაიკითხავენ წიგნს ანდაზებს და არაკებს. გააკეთებენ ანალიზს,როგორ უკავშირდება არაკებში მოთხრობილი ამბები ანდაზებს.ბავშვები გააკეთებენ ჩანახატებს /კომიქსებს ანდაზების მიხედვით.შეავსებენ ვიცი,ვისწავლე მინდა ვიცოდე სქემის მესამე სვეტს.
 მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ მათ მიერ შესწავლილი ანდაზები,დაუკავშირონ პირად გამოცდილებას,გაიხსენონ შემთხვევები,როცა იყენებენ ანდაზებს და დაწერონ პატარა ამბავი რომელიმე ანდაზის მიხედვით.მოსწავლეები მათ მიერ შექმნილი მცირე ზომის ტექსტების მიხედვით ქმნიან დიორამებს.ტექსტს აცოცხლებენ ეპიზოდების მიხედვით, მათ მიერ შექმნილ დიორამებს უღებენ ფოტოებს რომელთა გამოყენებით ქმნიან პრეზენტაციას. ამ პროცესში შეფასების სქემის გამოყენებით ხსება მოსწავლეთა შეფასება.
მოსწავლეები გამოიტანენ დასკვნას,თუ რას გვასწავლიოს ანდაზები და როგორ უკავშირდება ანდაზები ყოფა-ცხოვრებას.
10.საგანთან.საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
ქართ.დაწყ.(II).10. ნაცნობ თემატიკაზე სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების შექმნა. ვერბალური ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და/ან პირიქით.
11.პროექტის ხელმძღვანელი: თამარ არძენაძე
12.ხელმღვანელის ელ-ფოსტა: tamarardzenadze1991@gmail.com
13.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:  https://tamunaist.blogspot.com/p/blog-page_17.html


Комментариев нет:

Отправить комментарий